logo
ENG



"დაგვიდექით გვერდით" - ბაჩალიაშვილის ოჯახი კვირას აქციას გამართავს

27 აგვ 202019:31
3 წუთის საკითხავი
 
zlhdy4mkvzi4z6p.jpeg

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციას აანონსებს. როგორც გარდაცვლილის დედა თეონა თამაზაშვილი Facebook-ზე წერს, ისინი მთავრობის მიერ მიცემული პირობის შესრულებას და საქმეში FBI-ის ჩართვას ითხოვენ.

თამაზაშვილი საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს. 

"ქართველებო და არაქართველებო! ვააანონსებთ აქციას კვირას, 2 საათზე ორთაჭალის პროკურატურის შენობასთან. მე, დედა თეონა თამაზაშვილი და მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი მოგიწოდებთ ყველას, საქართველოსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს, დედებს და მამებს, დამიდექით გვერდით. თქვენ იქიდან, ვინც საზღვარგარეთ იმყოფებით, გამოხვიდეთ არსებული საელჩოების წინ და თანადგომა გამოგვიცხადოთ, რათა მოცემულ პირობას დაჰყვეს საქართველოში არსებული მთავრობა და აშშ-ში იქნეს გადაგზავნილი მოთხოვნა FBI საგამოძიებო ჯგუფის ჩამოსაყვანად, რადგან ჩემი შვილის თამარ ბაჩალიაშვილის მკვლელობა გამოძიებულ იქნას საფუძვლიანად", - წერს თამაზაშვილი.

ის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბაჩალიაშვილის კლასელებსა და კურსელებს, ასევე სამღვდელოებასა და საპატრიარქოს. 

"გეშინოდეთ მკვლელებო, რადგანაც გააფთრებულ დედაზე დიდი მტერი არ არსებობს ბუნებაში. ყველა დედა ჩემს გვერდითაა. ხო ზუსტად იმიტომ გავზარდეთ და ვასწავლეთ თამუნას, რომ მისი მეშვეობით მილიონები გეშოვოთ თქვენი გაზულუქებული შვილების უზრუნველი ცხოვრებისთვის და მერე ჩემი კაფანდარა შვილი მოგეშორებინათ და ცივი სამარისთვის გაგემეტებინათ. ამჯერად არ შეგრჩებათ ჯალათებო. წამზომი ჩართულია და თქვენი წუთები დათვლილია", - წერს ბაჩალიაშვილის დედა. 

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.


close დახურვა